თანხის დაბრუნების პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის 4 ნოემბერი

აქ წერია, როდის ბრუნდება გამოწერის თანხა და როგორ მოითხოვო ის. გთხოვ, წაიკითხო გადახდამდე.

1. მთავარი წესი

  1. 1.1.Exami ციფრული მომსახურებაა: გადახდისთანავე იხსნება წვდომა ამოხსნებზე, ვიდეოებზე და სხვა მასალაზე. ამიტომ გადახდილი თანხა არ ბრუნდება.
  2. 1.2.გამოწერის გაფორმებისას ეთანხმები, რომ მომსახურება დაუყოვნებლივ იწყება, და ადასტურებ, რომ ამით კარგავ დისტანციური ხელშეკრულებიდან 14 დღეში გასვლის უფლებას, რომელსაც მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი ითვალისწინებს.
  3. 1.3.თანხა არ ბრუნდება არც მიმდინარე თვის გამოუყენებელი დღეებისთვის, არც იმ შემთხვევაში, თუ გადახდის შემდეგ საიტით არ ისარგებლე ან მასალა არ მოგეწონა.
  4. 1.4.თუ ანგარიში შეიზღუდა ან დაიბლოკა წესების დარღვევის გამო (მაგალითად, ანგარიშის გაზიარება ან მასალის გავრცელება), გადახდილი თანხა არ ბრუნდება.

2. გამოწერის გაუქმება

  1. 2.1.გამოწერის გაუქმება შეგიძლია ნებისმიერ დროს, ანგარიშის გვერდიდან ან წერილით მისამართზე [email protected].
  2. 2.2.გაუქმების შემდეგ ახალი თანხა აღარ ჩამოიჭრება, ხოლო უკვე გადახდილი 30 დღის ბოლომდე წვდომა გრჩება.
  3. 2.3.იმისთვის, რომ შემდეგი თვის თანხა არ ჩამოიჭრას, გამოწერა გააუქმე მომდევნო გადახდის თარიღამდე.

3. როდის ვაბრუნებთ თანხას

  1. 3.1.თუ ერთი და იგივე პერიოდისთვის თანხა შეცდომით ორჯერ ჩამოგეჭრა, ზედმეტ თანხას სრულად დაგიბრუნებთ.
  2. 3.2.თუ თანხა ჩამოგეჭრა გამოწერის გაუქმების შემდეგ, დაგიბრუნებთ, თუ ამის შესახებ მოგვწერ ჩამოჭრიდან 14 დღის განმავლობაში.
  3. 3.3.თუ გადაიხადე, მაგრამ ჩვენი ტექნიკური ხარვეზის გამო ფასიანი წვდომა არ გაგეხსნა და ხარვეზს 3 სამუშაო დღეში ვერ აღმოვფხვრით, თანხას დაგიბრუნებთ.
  4. 3.4.ასევე ყველა სხვა შემთხვევაში, როცა თანხის დაბრუნებას საქართველოს კანონმდებლობა ითხოვს.

4. როგორ მოითხოვო თანხის დაბრუნება

  1. 4.1.მოგვწერე [email protected] იმ ელფოსტიდან, რომლითაც შედიხარ საიტზე. მიუთითე გადახდის თარიღი, თანხა და რა მოხდა. ბარათის ნომერი არ გამოგვიგზავნო: ის არ გვჭირდება.
  2. 4.2.მოთხოვნას განვიხილავთ და გიპასუხებთ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
  3. 4.3.დამტკიცებული თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე, რომლითაც გადაიხადე. ანგარიშზე ასახვას, ბანკის მიხედვით, შეიძლება რამდენიმე სამუშაო დღე დასჭირდეს.

5. კონტაქტი

  1. 5.1.გადახდასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვისთვის მოგვწერე: [email protected]. სრული პირობები იხილე წესებსა და პირობებში.